მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მატანის მოსახლეობა იტალიის ციხეში მყოფი თანასოფლელის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვს

ციხის გისოსები

სოფელ მატნის მოსახლეობა იტალიის რესპუბლიკის ციხეში მყოფი თანასოფლელის საქართველოს სახელმწიფოსთვის გადმოცემას ითხოვს.

საუბარია წითელი ცირკულარით ძებნილ, 42 წლის ბორის წიკლაურზე, რომლის რუსეთში ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება იტალიის სასამართლომ, 2020 წლის 11 სექტემბერს მიიღო.

რუსეთის ფედერაცია მის ექსტრადირებას, 1999 წელს ჩადენილი მკვლელობისათვის ითხოვს, რისთვისაც მან, სასჯელი რუსეთის ციხეში უკვე მოიხადა.

წიკლაურის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრო წიკლაურის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, იტალიის სასამართლოს არ უგზავნის.

ოჯახის წევრები და ახლობლები, საპროტესტო აქციის ჩატარებას, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იტალიის საელჩოსთანაც გეგმავენ.