მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მესტიაში ქალი დაჭრეს

არ გადაკვეთო

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში შუახნის ქალი დაჭრეს.

დაჭრილი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ქალს გამჭოლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, დანაშაული გუშინ დაშავებულის საცხოვრებელ სახლში მოხდა. სახლის მიმართულებით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა გაისროლა და მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.