მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ რამიშვილი დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი

​თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს მიხეილ რამიშვილის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, მოწმის სახით, დაკითხავენ.

ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ გაავრცელა, რომელშიც განმარტა, რომ ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა არ მომხდარა.

„არ მომხდარა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დათვალიერება და გამოთხოვა, ვინაიდან, აღნიშნული არ წარმოადგენს გამოძიების ინტერესის საგანს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურამ მის ტელეფონში არსებული ყველანაირი ინფორმაციის კლონირება გააკეთა.

უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიება მისი პირადი ცხოვრებით არის დაინტერესებული, რათა როგორმე მისი დისკრედიტაცია მოახდინონ.