მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“-ზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ადვოკატები ლევან ზურაბაშვილისთვის 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდენ.

ლევან ზურაბაშვილს 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ინფორმაციისთვის, თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 20 ნოემბერს შეიჭრა. ის სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან მძევლად ათამდე ადამიანი აიყვანა. მძევლების ნაწილი თავდამსხმელმა მის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაათავისუფლა.