მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მირიან ნიკოლაძე: გიორგი შაქარაშვილი მოკლეს

გიორგი შაქარაშვილის ბიძა

„ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახადაა დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს - ეს ოჯახის პოზიციაა“,- ამის შესახებ დაღუპული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილს 12 სახის დაზიანება სიცოცხლის პერიოდში მიაყენეს. რაც იმას ადასტურებს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.

მირიან ნიკოლაძის განმარტებით, გიორგი შაქარაშვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც დადგა ლეტალური შედეგი.

„გამორიცხულია, ეს დაზიანებები, რომელიც ექპსერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, მიადგეს ადამიანს თუნდაც იმ ფერდობზე ჩაგორებით, თუნდაც სირბილისას წაქცევის დროს - ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ, რომ დაზიანებები დაწყებულია სახის არედან, დამთავრებული ტანის არეში, ხელების მიდამოებში“,- აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან ხუ­ლიგ­ნო­ბა­ს, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას, ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა.

დღეს, 10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.