მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მირიან ნიკოლაძე: ოჯახისთვის საქმე გახსნილია

შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახს დაკავებულთაგან 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმების შემდეგ, გამოძიებასთან კითხვები აღარ აქვს.

„დღეს ჩვენ გამოძიებასთან კითხვები აღარ გვაქვს. ოჯახისთვის საქმე გახსნილია, დადასტურებულია ბრალდებები. ახლა მთავარია ოჯახის კონტროლი განხორციელდეს იმ თვალსაზღისით, რომ ყველა მტკიცებულება ზუსტად იყოს დამაგრებული საქმეზე და არსებული ბრალი კიდევ უფრო გამყარდეს“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, დაზარალებულის მხარე არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზისშვილის, ვახტანგ ჩიქოვანისა და ორი არასრულწლოვანის გარდა, სხვა პირების მიმართ 109-ე მუხლით ბრალდების წარდგენას არ მოითხოვს.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან 5 პირს პროკურატურამ ბრალი განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მუხლით წარუდგინა. დანარჩენ 12 პირს კი ბრალი ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ.

21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა არაგვში იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, მისი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.