მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მირიან ნიკოლაძე: ველოდებით, რომ განზრახ მკვლელობის ბრალი უტყუარად დადასტურდება

გიორგი შაქარაშვილის ბიძა

„მაქვს იმედი, რომ უკვე დანიშნული ექსპერტიზებითა და დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებით, განზრახ მკვლელობის ბრალი უტყუარად დადასტურდება“,- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ PIA.GE-ს განუცხადა.

მისი თქმით, პირველადი საგამოძიებო ვადის ფარგლებში, რომელიც დაახლოებით 2 კვირას შეადგენს, უნდა გამოიკვეთოს კონკრეტული დამნაშავეები განზრახ მკვლელობის მუხლით.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი 109-ე მუხლის წარდგენას 6 პირის მიმართ ითხოვს. ეს ის პირები არიან, ვინც გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობრებს უკან დაედევნენ.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 21 ივნისს წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.

10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.