მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მირიან ნიკოლაძე: ვინ მიჰყვა გიორგის ბოლომდე და რამდენი იყვნენ ისიც ვიცი და ციხიდან რომ არ გამოვახედებ, ისიც

შაქარაშვილის ბიძის კომენტარი შეცვლი ჩვენებებზე

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ იცის პირთა ვინაობა, ვინც დევნაში მსხვერპლს ბოლომდე მიჰყვა.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ სასჯელის უმკაცრესი ზომა მიიღონ.

„ვინ მიჰყვა ბოლომდე ისიც ვიცი, რამდენი იყივნენ-ისიც და ციხიდან რომ არ გამოვახედებ-ისიც“,-განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილს ტოიოტა ქამრის“ მარკის მანქანიდან გადმოსული რამდენიმე პირი მისდევდა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიებასთან ერთად ასევე მიმდინარეობს მსჯელობა დანაშაულის მოტივის ვერსიებზე, რომელიც მალე გახდება ცნობილი და ის შესაძლოა ძალიან ბანალურიც იყოს.

მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახი ითხოვს 6 პირს კონკრეტული ბრალი წარედგინოს და შესაბამისად, დაისაჯოს.

ცხედრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია, წყალში დახრჩობით, გახდა. ექსპერტიზის პასუხის გაგების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ აღნიშნული საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარიმართება, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.