მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მირიან ნიკოლაძე: ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას

შაქარაშვილის ბიძა

ის კვალიფიკაცია, რაც გამოძიებამ შემოგვთავაზა, კარგია, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას გიორგის განზრახ მკვლელობის გამო და გვაინეტრესებს პასუხი კითხვაზე, თუ როდის დადგინდებიან მკვლელობაში დამნაშავე პირები და მიიღებენ სასჯელს“,- ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახს აღნიშნული მოთხოვნა აქვს იმ 6 პირთან დაკავშირებით, რომლებიც შაქარაშვილსა და მის მეგობრებს დაედევნენ.

„ჩვენ 6 პირთან დაკავშირებით გვაქვს მოთხოვნა, თუმცა, თუ გამოძიება სხვა პირებსაც დაადგენს, რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხსაც დაუყოვნებლივ დავაყენებთ“,- აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

როგორც მან აღნიშნა, კონკრეტულ პირებს ბრალი არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში უნდა წარედგინოთ.

პროკურატურის განცხადებით, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით წარიმართება. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან ხუ­ლიგ­ნო­ბა­ს, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას, ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა.

დღეს, 10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.