მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მირიან ნიკოლაძემ შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში მონაწილე სავარაუდო პირები დაასახელა

შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატი მირიან ნიკოლაძის განცხადებით, თავდამსხმელებმა ფეხბურთელი ალყაში მოაქციეს, სცემეს შემდეგ კი მდინარეში დაახრჩეს და წყალს გაატანეს.

„დღესაც ახვლედიანის ჩვენებამ და იგივე ამირხანაშვილის ბოლოდროინდელმა საგამოძიებო მოქმედებებმა დაადასტურა, რომ ის 6 პირი, რომელზეც ოჯახი ამბობს, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ჩამდენები არიან, ეს ნამდვილად ასეა. გამოდევნებული 5 ადამიანიდან 3 გამოჰყვა ბავშვებს, ვგულისხმობ ამირხანაშვილს, შაქარაშვილსა და ახვლედიანს, ხოლო 2 პირი არ ჩამოსულა მაგისტრალზე და ჩავიდა ამავე მანქანების ჩამოსახვევში ანუ გიორგი შაქარაშვილს წინიდან დახვდნენ და ალყაში მოაქციეს",- აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ „რუსთავი 2“-თან კომენტარში.

მისივე თქმით, ჩვენებების მიხედვით გამოდის, რომ ეს 2 ადამიანი არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი იყვნენ, ხოლო ის პირები, რომლებიც შაქარაშვილსა და მის მეგობრებს უკან მისდევდნენ არასრულწლოვანი ზ.ხ., ა.ქ. და ვახო ჩიქოვანი იყვნენ.

„ყველა ამ პირმა მიიღო მონაწილეობა გიორგის განზრახ მკვლელობაში. ისინი გიორგის უკან მიჰყვნენ, სცემეს და შემდეგ ჩაახრჩეს არაგვში“,- განაცხადა ადვოკატმა.

19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 21 ივნისს წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.

10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად მისი სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.