მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მკვლელობაში ბრალდებულ არჩილ ცეცხლაძეს სასჯელის ვადა შეუმცირდა

ფოთის სასამართლო

9 თვის წინ ქობულეთის ცენტრში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ არჩილ ცეცხლაძეს ბრალი გადაუკვალიფიცირდა.

მკვლელობაში ბრალდებულს, რომელსაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, ბრალი გადაუკვალიფიცირა. გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 24 ნოემბერს გახდა ცნობილი.

ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთის სახით 1 წელი და 6 თვე მიესაჯა.

📌 ცნობისთვის, შემთხვევა დაახლოებით 9 თვის წინ, ქობულეთის ცენტრში მოხდა.

📌 ბრალდებულმა სანადირო თოფით მძიმედ დაჭრა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.