მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს აახლებს

შსს-ს მომსახურების სააგენტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, პირველი ივნისიდან, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.

შსს-ს ინფორმაციით, 31 მაისის დილის 09:00 საათიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონული ჯავშანი.

მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

ცნობისთვის, მომსახურების სააგენტო საქართველოსში პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობდა, სააგენტო ნაწილობრივ დისტანციურად აგრძელებდა ფუქნქციონირებას.