მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატალია ილიჩოვა: ველოდებოდი რომ ბოდიშს მომიხდიდნენ, უდანაშაულო ვართ და ამას დავამტკიცებთ

დავით გარეჯის საქმეზე

დავით გარეჯის საქმეზე პატიმრობაში მყოფი ნატალია ილიჩოვა ღია წერილს ავრცელებს.

ილიჩოვა წერილში წერს, რომ მას და ივერი მელაშვილს ცილი დასწამეს და ისინი უდანაშაულოები არიან.

„პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას და გვამხნევებს. უამრავი წერილი მივიღე, სადაც მხარდაჭერას გვიცხადებენ.

არასოდეს დამავიწყდება ის წამი, როდესაც ჩემს უკან რკინის კარი დაიხურა და მივხვდი რომ მძიმე წუთები იწყებოდა. ყოველდღე ველოდებოდი, რომ კარები ისევ გაიღებოდა და მეტყოდნენ, რომ თავისუფალი ვიყავი, ბოდიშს მომიხდიდნენ იმ მძიმე ბრალდების გამო, რითაც ერთ წამში წაშალეს მთელი ჩემი ცხოვრების ის ნაწილი, რაც ჩემს პროფესიას და სამსახურს შევალიე.

მე საქართველოში დავიბადე და გავიზარდე და ამ ქვეყნის ღალატი დამწამეს.

ჩვენ უდანაშაულო ვართ და ამას აუცილებლად დავამტკიცებთ“, - წერს ბრალდებული.

ilichova_o_h.jpeg

წერილს „დროება“ ავრცელებს.

🔺 ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

🔺 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

🔺 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.