მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა გვარამია: ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტრად მე მივიჩნევი

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, ის არ აპირებს წყაროს გასაჯაროებას, ვისგანაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ინფორმაციას იღებს, თუმცა ამბობს, რომ წყაროს წარმომავლობაა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

„ამ ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტრად მე მივიჩნევი. ამიტომ, აქ უფრო ხშირად ვარ, სამსახურში, თუ სახლში, ზუსტად არ ვიცი“,- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან ხუ­ლიგ­ნო­ბა­ს, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას, ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა.

10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.