მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ჩოგბურთელი დააკავეს

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.