მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი

ბასილაშვილის მამის კომენტარი 2020 წელი

ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალური ქსელის საშუალების საზოგადოებას მიმართავს. ადამიანებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ყოფილ ცოლთან საჯაროდ დისკუსიაში შესვლას არ აპირებს.

"ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

რაც შეეხება 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე.

არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები.

სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ" - აღნიშნავს ბრალდებული ჩოგბურთელი თავის მიმართვაში.

ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის გამო 21 მაისს დააკავეს, ის დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაოს სნაცვლოდ გაათავისუფლეს. მომდევნო სხდომა 16 ივნისსაა ჩანიშნული.