მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოჯახში ძალადობის 2020 წლის სტატისტიკა თბილისში

ძალადობა, ოჯახური ძალადობა

2020 წლის დასაწყისიდან 15 ივნისის ჩათვლით, პოლიციამ თბილისში ოჯახში ძალადობის 864 ფაქტი დააფიქსირა, რომელთაგან 469 საქმე გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რაც შეეხება მკვლელობას, აღნიშნულ პერიოდში თბილისში მოქალაქის მიერ ოჯახის წევრის მკვლელობის 2 შემთხვევა მოხდა, რომელთაგან ორივე გახსნილია. ასევე დადასტურებულია ჯანმრთელობის დაზიანების 3 ფაქტი.

ამავე პერიოდში პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 4 426-ს შეადგენს.

უწყების ცნობით, 15 ივნისის მდგომარეობით, თბილისში ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სხვა დანაშაულის ჯამში 2 171 ფაქტია აღრიცხული, რომელთაგან 1 340, ანუ შემთხვევების 62% გაიხსნა.