მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პანდემიის პერიოდში უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის 25 ფაქტი დაფიქსირდა

საგამოძიებო  სამსახური

პანდემიის პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა  ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის  25  ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 10 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად. 

გამოძიების პროცესში, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ  განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 46 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული  უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 191 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.