მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფოთში 43 წლის კაცი მოკლეს

კლინიკა ფოთში

ფოთში 43 წლის კაცი მოკლეს. ის მრავლობითი დაზიანებებით ფოთის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„პაციენტს შემოყვანისთანავე ჩავუტარეთ რეანიმაციული ღონისძიებები. ის უგონო მდგომარეობაში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ და მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განუცხადა PIA.GE-ს კლინიკის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.