სამართალი

პირი, რომელიც გლდანში უმისამართოდ ისროდა დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში
09:20 10.07
დაკოპირებულია

9 ივლისს, გვიან ღამით გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, ბ.შ. დაკავებულია ორი მუხლით.

„მიმდინარე წლის 9 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენჯერმე გაისროლა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები, ადგილზე ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან, სავარაუდოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ - 1997 წელს დაბადებულმა ბ.შ.-მ  რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთანავე, ბ.შ. არ დაემორჩილა ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, კერძოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის პოლიციელებს საცხოვრებელი ბინის კარს არ უღებდა. ბ.შ. დაკავებული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.

დახმარება ბავშვებს

ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მიღ...

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს...
„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდეს...
00:01
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართ...
23:55 14.08
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრა...
23:54 14.08
„ეს არის კუთხე და მუნიციპალიტეტი, რომლის მაჟორიტარობაც გასული ოთხი წლის განმავლობაში იყო და არის ჩემ...
23:41 14.08
ქართული ოცნების ლიდერები ჩუმლაყში „ქართული ოცნების” ლიდერებმა ჩუმლაყში სამაცივრ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართ...
ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული ამოცანაა, „ნ...
„ჩვენ ყველამ ერთად ურთულესი არჩევნები გამოვიარეთ 2012 წლის ოქტომბერში. თქვენი თა...
18:41 14.08
შენჯენში კოვიდინფიცირების ფაქტის დაფიქსი...
შენჯენში კოვიდინფიცირების ფაქტის დაფიქსირების გამო სავაჭრო მოლი დაიხურა. 200 ადა...
თამაზ გაიაშვილმა „ლელოში“ საქმიანობა დას...
ავიაკომპანია „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი და ბიზნესმენი, თამაზ გაი...