მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიციამ ტაძრის გაქურდვაში არასრულწლოვანი ძმები ამხილა

პატრულის მანქანა - დეტალი

პოლიციამ ოზურგეთში მომხდარი ტაძრის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, მხილებულია არასრულწლოვანი ძმები, 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ფაქტზე გამძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით, ქურდობას გულისხმობს.