სამართალი

პროკურატურა გიორგი რურუას ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

პროკურატურის განცხადებით, გიორგი რურუას ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
20:02 20.05
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ გიორგი რურუას ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის თანახმად, გიორგი რურუასგან მთავარი მტკიცებულების ამოღება და დალუქვა არ მოხდა სპეციალური პაკეტით.

პროკურატურის განცხადების თანახმად, გიორგი რურუას ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება:

„საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულ გიორგი რურუას ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა გიორგი რურუასგან მთავარი მტკიცებულების ამოღება და დალუქვა არ მოხდა სპეციალური პაკეტით და ყველა წესის დაცვით, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამართალდამცველების მხრიდან ბრალდებულ გიორგი რურუას პირადი ჩხრეკა გადაუდებელ შემთხვევაში ჩატარდა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მოთავსებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებათა მოსათავსებლად განკუთვნილ პაკეტში, რომლის დალუქვაც განხორციელდა კანონით დადგენილი ყველა წესის დაცვით. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნით სპეციალურ ნივთმტკიცებათა პაკეტზე დატანილი ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტების გამოკითხვა შემდგომ სასამართლო სხდომებზე მოხდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბავშვი კავასაკის სინდრომით

ექსკლუზივი: საქართველოში კავასაკის სინდრ...

PIA.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოში კავასაკის სინდრომი ბავშვს 2 თვის...
დღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე მია ვეფხვაძ...
21:41 04.06
კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა, გურჯაანში მსუბუქი ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც ხელყუმბარა და ვინჩ...
21:18 04.06
თბილისის პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულებ...
20:41 04.06
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში გერმანიისა და საფრან...
19:49 04.06
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020 დავით ზალკალიანი პანდემიის შედეგად შექმნილი ვ...
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ინტენსიური კომ...
ფასიანი ქაღალდების ბაზრი 5 წელიწადში 14-...
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრ...
გვენეტაძე: საკრეტიტო რეიტინგების გაუმჯობ...
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრ...
შსს: ქალთა მიმართ ძალადობაზე მომართვიანო...
სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის მიზნით, 2020...