სამართალი

პროკურატურამ გ.ე.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურის შენობა 10
14:02 13.07
დაკოპირებულია

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ გ.ე.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ცნომით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 24 ივნისს, ქ. თბილისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ჟ., ს.ქ., გ.კ., დ.კ., ვ.კ. და დ.ძ. შურისძიების მოტივით, თავს დაესხნენ გ.ე.-ს, რა დროსაც დ.ჟ.-მ, ვ.კ.-მ, დ.კ.-მ და დ.ძ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ.ე.-ს, ხოლო ს.ქ.-მ და გ.კ.-მ ბასრი საგნების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს.

„აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ.ე.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიადგა.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაული დაფარა გ.ბ.-მ.

სამართალდამცველებმა ექვსი პირი 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.

პროკურატურამ გ.კ. -ს და ს.ქ.- ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. დ.ჟ.-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, დ.ძ.-ს და დ.კ.-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ.ბ.-ს 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა.

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, რაც შეეხება ვ.კ.-ს, მის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ვინაიდან ის თავს არიდებს გამოძიებას, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დახმარება ბავშვებს

ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მიღ...

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს...
„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდეს...
00:01
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართ...
23:55 14.08
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრა...
23:54 14.08
„ეს არის კუთხე და მუნიციპალიტეტი, რომლის მაჟორიტარობაც გასული ოთხი წლის განმავლობაში იყო და არის ჩემ...
23:41 14.08
ქართული ოცნების ლიდერები ჩუმლაყში „ქართული ოცნების” ლიდერებმა ჩუმლაყში სამაცივრ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართ...
ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული ამოცანაა, „ნ...
„ჩვენ ყველამ ერთად ურთულესი არჩევნები გამოვიარეთ 2012 წლის ოქტომბერში. თქვენი თა...
18:41 14.08
შენჯენში კოვიდინფიცირების ფაქტის დაფიქსი...
შენჯენში კოვიდინფიცირების ფაქტის დაფიქსირების გამო სავაჭრო მოლი დაიხურა. 200 ადა...
თამაზ გაიაშვილმა „ლელოში“ საქმიანობა დას...
ავიაკომპანია „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი და ბიზნესმენი, თამაზ გაი...