მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურის განცხადებით, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი სატელიტის ფოტოები ყალბია

საქართველოს გენერალური პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტოები დამონტაჟებულია.

„თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები: მიხელ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი ამ დრომდე უარს აცხადებენ გამოძიებას მიაწოდონ ინფორმაცია, იმის შესახებ თუ ვისგან მოიპოვეს წარმოდგენილი სატელიტის ფოტოები. ექსპერტიზის მიხედვით დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები არის დამონატაჟებული და ყალბი“, - აღნიშნა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, სატელიტის ფოტოებზე არის მთელი რიგი შეუსაბამობები, რის გამოც ექსპერტიზამ მიიჩნია, რომ ფოტოები გაყალბებულია.

„ვინაიდან თავიდანვე თვალსაჩინო იყო, რომ სატელიტის ფოტოებზე იყო მონტაჟის კვალი და გამოძიების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, დაინიშნა ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ ფოტოები იყო ყალბი. გამოძიების კვალის არევისა და მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა“, - აღნიშნა პროკურორმა.

ინფორმაციისთვის, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გაავრცელა ორი ფოტოსურათი, რომელიც მისი თქმით მაწევნის ტერიტორიაზე 19 და 20 ივლისს არის გადაღებული და მათზე ჩანს, რომ მანქანის პოვნის ადგილზე, გარდაცვლილის ავტომობილი არ იდგა.

22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს რაიონში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.