მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურის თანამშრომლები დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტების შესახებ დისტანციურ სწავლებას გადიან

პროკურატურა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

„საქართველოს პროკურატურის სასწავლო მიმართულება სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა“, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისთვის, დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტების შესახებ დისტანციური სწავლება დაიწყო.                                                                                                                                                  

„მონაწილეები სასწავლო კურსის ფარგლებში, ევროპული კონვენციის მიხედვით, დისკრიმინაციისგან დაცვის წყაროებს ეცნობიან. სწავლების პროცესში დეტალურად განიხილავენ დისკრიმინაციის ისეთი ნიშნებს, როგორებიცაა რელიგიური და ეთნიკური, სქესისა და გენდერის, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია, ასევე, დისკრიმინაცია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე.

სასწავლო კურსს პროკურატურის 12 თანამშრომელი გაივლის. ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

prokuratura_o_h.jpegprokuratura_o_h.jpeg