სამართალი

პროკურორი: გამოძიება ინტერესდება თუ რა კავშირი აქვს პროგრამისტს ვილა ალგეთის ეპიზოდთან

23 წლის გაუჩინარებული გოგო, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძიების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.
17:41 29.09
დაკოპირებულია

დღეს, 29 სექტემბერს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი გიორგი ლუბარეცი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა.

პროგრამისტ გიორგი ლუბარეცს მობილური ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების გამო ჩამოართვეს.

პროკურორ ლაშა კოტრიკაძეს თქმით, მობილური პროგრამისტს მაღალი საგამოძიებო ინტერესის გამო აქვს ჩამორთმეული.

„კონკრეტული მისამართი, ვილა ალგეთი პროგრამისტ გიორგი ლუბარეცს გადამოწმებული ჰქონდა 2020 წლის 22 ივლისს. შესაბამისად გაჩნდა კითხვა, თუ რატომ გადაამოწმა კონკრეტული ლოკაცია მან, შესაბამისი ვარაუდია, რომ ამ მობილურში შესაძლოა ყოფილიყო გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია“, - აღნიშნა პროკურორმა.

მისი თქმით, მობილური ამოღებულია, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და პერსონალურ ინფორმაციაში უკანონოდ შეღწევაში ადანაშაულებს.

„ჩემს სამუშაო კომპიუტერსაც ამოიღებენ, ეს ყველაფერი პერსონალური ინფორმაციაა. გამოძიებას აინტერესებდა საიდან შევედი საჯარო რეესტრზე და ეს ნამდვილად იყო ჩემი კომპიუტერი“, - აღნიშნა პროგრამისტმა.

ადვოკატ ვანო ჩიტაშვილის თქმით, აუცილებლად მიმართავენ შესაბამის უწყებებს, სასამართლოს განჩინების შემდეგ.

„დაველოდებით რას იტყვის პროკურორი“, - აღნიშნა ადვოკატმა.

გამოძიებას აინტერესებს თუ რა კავშირი აქვს პროგრამისტს ვილა ალგეთის ეპიზოდთან, რადგან მათი თქმით, გიორგი ლუბარეცი საკადასტრო კოდების საიტზე ეძებდა გარკვეულ ინფორმაციას.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ოჯახი არ ეთანხმება.

შეგახსენებთ, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლება დააჩოქა. „ჩვენ...
22 წუთის წინ
„ზურა ნოღაიდელის ჩვენების დეტალებმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, დაამტკიცა ის, რაც ისედაც ყველამ ვიცოდით -...
23 წუთის წინ
ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრსა და მსხვილ დამსაქმებლებს შო...
34 წუთის წინ
„2012-2020 წლებში მუნიციპალური ბიუჯეტებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და სოფლის მხა...
38 წუთის წინ
საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი მაია ცქიტიშვილი: ეს საკითხები ხშირად პოლიტიკუ...
„მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ დამატებით 20 მილიარდი ლარის ჩადებას ქვეყნის ინფრასტრუქტურა...
38 წუთის წინ
ზურა ბატიაშვილი: მთავარია, სად გადის მოს...
რონდელის ფონდის მკვლევარის ზურა ბატიაშვილის შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლ...
კოლორადოში ტყის ხანძარს ებრძვიან (ვიდეო)
აშშ-ის კოლორადოს შტატში მისი ისტორიის მანძილზე ყველაზე ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ა...
ლაშა დარსალიამ საერთაშორისო არასამთავრობ...
მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ...