სამართალი

რა მოტივით შეიძლება მოეკლათ გიორგი შაქარაშვილი?

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წ.
21:11 11.07
დაკოპირებულია

19 წლის ფეხბურთელის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ მდინარეში ჩაახრჩვეს და წყლის ნაკადს გაატანეს.

რა მოტივით შეიძლება მოეკლათ გიორგი შაქარაშვილი? - ამასთან დაკავშირებით მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ არსებობს რამდენიმე მოტივი. ერთ-ერთი ვერსიაა ეჭვიანობის ნიადაგზე დაპირისპირება. თუმცა, არსებობს კიდევ რამდენიმე ვერსია, რომელიც ჯერ არ გაჟღერებულა და შესაძლოა ისინი უფრო რეალური აღმოჩნდეს.

„მოტივი მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო ე.წ. სტანდარტული, საგამოძიებო თვალსაზრისით. „სტანდარტული“ მოტივი გახლავთ ის, რომ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, ყველაზე ბანალურია და ამ დროს აღმოჩნდეს ყველაზე რეალური. არის რა თქმა უნდა მოტივები, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ ისინიც თანაბარი შესაძლებლობის მატარებლები არიან. ვერ დავაკონკრეტებ ვერცერთ მოტივს, ვინაიდან მოცემულ ეტაპზე გამოძიებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ გამოკვლეული იყოს ზუსტად“,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან ხუ­ლიგ­ნო­ბა­ს, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას, ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა.

10 ივლისს პროკურატურამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან 5 პი...

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 5-ს ბრალი ჯგუფურად გ...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში აზარტული თამაშების ბიზნესის ლეგალიზაციის შესახებ...
36 წუთის წინ
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კომაში მყოფი 25 წლის პაციენტის, ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრებ...
58 წუთის წინ
ჩაკეტილი საზღვრების გამო საქართველოში საერთაშორისო ტურიზმი ივლისშიც ნულთან მიახლოებული აღმოჩნდა. საე...
15:31
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წახალისებას აგრძელებს. ბანკისა და...
15:25
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩრევნების ოპოზიციონერიკანდიდატი ბელარუსში ოპოზიციონერმა კანდიდატმა მხარდამჭერ...
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მხარდამჭერებს მოუწ...
თიბისის ციფრული ბარათი ონლაინ გადახდების...
აქ და ახლა თიბისი და ვიზა თავის მომხმარებლებს ციფრული ბარათით ონლაინ გადახდებს ს...
125 ქართველი სტუდენტი გერმანიაში, სპეცია...
უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის 125 სტუდენტი დღეს, 11 აგვისტოს, საქართველოდა...
მთავრობამ ბანკებისგან 50 მლნ ლარი ისესხა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2020 წლის 11 აგვისტოს, 50...