მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას ბრალი წარედგინა

საქართველოს რაგბის კავშირის ლოგო

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას ბრალი წარედგინა. მერაბ ბესელიას გამოძიება მორაგბე რამაზ ხარაზიშვილზე შეიარაღებულ თავდასხმას ედავება.

ადვოკატ პაატა მეხროშვილის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

„მერაბს ბრალი წარედგინა 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაზიანება არ ყოფილა იმ ხარისხს, რომ დაზარალებულს შეეზღუდოს პროფესიული შრომის უნარიანობა, მას ძვალიც კი არ დაზიანებია. მისი ჯანმრთელობა სრულად იქნება აღდგენილი რამდენიმე კვირაში.

გასროლისას მას არ ჰქონია განზრახვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიეყენებინა ვინმესთვის. ეს დაზიანება რეალურად იყო მიყენებული ასხლეტილი ტყვიის შედეგად.

რაც შეეხება მოტივს, რატომ მოხდა გასროლა, დაკავშირებულია სამსახურებრივ მოვალეობასთან და პირად მოტივებთან, ეს არ არის დაკავშირებული რაგბის კავშირის ფინანსებთან”, – განაცხადა ადვოკატმა.

არსებული ინფორმაციით მერაბ ბესელიას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა.

გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ასევე სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, შემთხვევა რაგბის კავშირში მიმდინარე წლის 16 სექტემბერს მოხდა.