მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლის ჩაქუჩი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

დაცვის მხარემ სასამართლოს 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც არ დაკმაყოფილდა.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ბესელია თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ცნობისთვის, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი 16 სექტემბერს რაგბის კავშირში დაჭრეს.

ბესელიას ბრალი სსკ-ის 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სსკ-ის 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ედება.