მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამიშვილი: აბები, რომლითაც ფატალური შედეგი დადგა, თამარს არ შეუძენია

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ოჯახი გამოძიებას კვლავ უნდობლობას უცხადებს და კითხვებზე პასუხის გაცემას გენერალურ პროკურორს სთხოვს.

როგორც ცნობილია პროკურორმა კორონავირუსზე უნდა ჩაიტაროს ტესტი, რისი მიზეზითაც ის ვერ ხვდება ბაჩალიაშვილის ოჯახს.

„მოვითხოვე შოთაძესთან შეხვედრა და უშუალოდ მინდა მისგან იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც არ არის ცნობილი და ამას შემპირდა. კითხვები მაქვს FBI-ს ჩართულობაზე, მობილურის გადაგზავნაზე, არაფერზე არ გვაქვს პასუხი.

ექიმი ვარ და ყოველდღე მაქვს კავშირი კოვიდინფიცირებულებთან და აღარ ვუმკურნალო პაციენტს იმის შიშით, რომ არ გადამედოს? ვერ ვიგებ ეს რა ლოგიკაა“, - აღნიშნა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბაჩალიაშვილის მამა ამბობს, რომ ითხოვენ სატელიტის ფოტოებს, რაც არ იდება, ეს კი მათთვის იმას ნიშნავს, რომ თამარის მანქანა ადგილზე არ ყოფილა.

„ჩემი მთავარი მოთხოვნაა, გამცენ პასუხი ვინ მომიკლა შვილი და რატომ“, - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.

როგორც ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს ის აბები, რომელიც ძირითადია და ფატალურ შედეგამდე მიიყვანა თამარ ბაჩალიაშვილი მის მიერ არ არის შეძენილი.

„ აბები, რომლითაც ფატალური შედეგი დადგა თამარს არ შეუძენია. ქვითრები, ფარმაცევტების დაკითხვის ოქმები და ჩვენებები, ასევე აუდიო ჩანაწერები ადასტურებს ამ ფაქტს.

იმ დამნაშავეთა ჯგუფის გადაფარვა მიმდინარეობს, რომელმაც ჩაიდინა ეს დანაშაული“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

🔴ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ოჯახი არ ეთანხმება.

🔴შეგახსენებთ, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.