სამართალი

რამიშვილი: საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა FBI-ს უკვე მიმართეს

უფლებადამცველი
14:41 05.08
დაკოპირებულია

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი შს მინისტრის მოადგილეს ვლადიმერ ბორცვაძეს და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ძალოვანმა უწყებებმა FBI-ს უკვე მიმართეს.

„ახლა მიდის უკვე ის პროცესი, რომ უნდა ვიცოდეთ, რაში იქნება თანამშრომლობა და რაში მიიღებს მონაწილეობას ფედერალური ბიურო. ჩვენი მოთხოვნაა, მაქსიმალურად იყოს შესაძლებლობა გამოყენებული, როგორც ექსპერტიზის თვალსაზრისით, ასევე კითხვებს ბოლომდე გაეცეს პასუხი.

თუ დავინახავთ, რომ ეს მხოლოდ სიტყვიერი დაპირება იყო, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ დაპირება არ არის და რეალობაა, შს სამინისტროდან გადავინაცვლებთ პორკურატურასთან და იქ გვექნება პროტესტი“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, დადგა საკითხი, თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ლეპტოპი გადაიგზავნება, თუ ექსპერტები ჩამოვლენ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

ვინაიდან ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, მათ პროცესში FBI-ს ჩართვა მოითხოვეს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

უახლესი ამბები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
დღეს, 29 სექტემბერს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის სა...
12 წუთის წინ
„კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება“...
15 წუთის წინ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ანტიმიკრობ...
18 წუთის წინ
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს....
34 წუთის წინ
გიორგი გახარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა გიორგი გახარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პ...
42 წუთის წინ
სომხეთი მძღოლებს მოუწოდებს, რომ საქართვე...
სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი უსაფრთხოების მიზნით ტრაილერების მძღოლე...
პაატა კვიჟინაძემ ევროკავშირის მისიის წარ...
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ ე...
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სია ცნო...
„ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. პარ...