მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამიშვილი: თეონა თამაზაშვილი პროკურორმა დააბულინგა

რამიშვილი დღის სტუდიაში

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის მიმართ საქმის პროკურორმა ბულინგი განახორციელა. ამის შესახებ რამიშვილმა „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა.

რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურორმა თამაზაშვილს ისეთი კითხვები დაუსვა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.

„დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა და ამის შესახებ ქალბატონმა თეონა თამაზაშვილმაც ბრძანა. გარკვეული ბულინგი განუხორციელებიათ მის მიმართ, საქმის პროკურორს. კერძოდ, მას უკითხავს ვინ მიმიყვანა მე, საიდან მოვედი, რა ჰონორარს მიხდის და მთელი რიგი საკითხები. ქალბატონმა თეონამ ცხადია, პროტესტი გამოთქვა. ამას ესწრებოდა მისი შვილი და ბატონი ჯუმბერიც შესულა. მთელი ეს პერიოდი ლანძღვა-გინებას ვისმენ, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ჩემს „მესენჯერში“ არა ჩემს მიმართ, არამედ ჩემი ოჯახის წევრების მიმართ წამოვიდა მუქარა. ამ საქმეში ჩემი სიცოცხლის საპირწონედ დავდე ჩემი თავი. არ ვიცი ტროლები არიან თუ ვინ არიან, მაგრამ ამ ყველაფერს საელჩოებს წარვუდგენ, ხელისუფლებას და სამართალდამცველებს არ მივმართავ, რადგან მათი ნდობა არ მაქვს. მოვითხოვ ჩემი ოჯახის წევრების მიმართ გარკვეული უსაფრთხოების ზომები გამოინახოს სხვა ქვეყანაში. ასეთი სიბიძნურე არ მინახავს რასაც ესენი აკეთებენ. ოჯახის წევრებს მისდგნენ და ახლა კითხულობენ ამ საქმეში მე როგორ აღმოვჩნდი. რა უფლება აქვს პროკურორს იკითხოს მე საიდან მოვედი და რა თანხას მიხდიან“, - დასძინა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.