სამართალი

საგამოძიებო სისტემის რეფორმის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრა შსს-ში
13:49 29.05
დაკოპირებულია

ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით, საგამოძიებო სისტემის რეფორმის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, საგამოძიებო რეფორმის სწორი იმპლემენტაციის მიზნით, სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხი განიხილეს, რომელიც საშუალებას მისცემს სისტემას ჯეროვნად მოემზადოს რეფორმის განხორციელებისთვის.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავოს პრაქტიკაში რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ამსახველი, შესაბამისი სამოქმედო გეგმა და ახალი კანონმდებლობა ეტაპობრივად აამოქმედოს, რათა თანდათანობით შეიქმნას მყარი საკანონმდებლო გარანტიები ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველყოფისთვის და დაცულ იქნას ბალანსი საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების განსაზღვრისას.

აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობის ფარგლებში, მოწვეულ იქნა ექსპერტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოცემული დოკუმენტის შემუშავებაში დაეხმარება.

სალომე ზურაბიშვილი ჯვრით

სალომე ზურაბიშვილი: რელიგიურ ტურიზმს უნდ...

„რელიგიურ ტურიზმს უნდა მივხედოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე...
2020 წლის 30 ივლისს, Startup Connect ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და თიბისი ბანკის პროგ...
13:26
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირ...
13:25
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მართავს ვებინარს თემაზე: „ინკლუზია და...
13:21
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუ...
13:09
კულტურის ცენტრი მარნეულში მარნეულის კულტურის ცენტრი ონლაინ პროექტ „პორტ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, კორონავირუსის პანდემიის დროს, ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის...
თბილისის მერი კულტურის სფეროს დაფინანსებ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კულტურის სფეროს დაფინანსება გაიზრდება....
პირველ ქართულ ნეობანკ სფეისთან კოლაბორაც...
იდეის გაჩენიდან 8 თვეში, 2018 წელს პირველი სრულად ციფრული ბანკი - სფეისი გაეშვა....
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის სადამკვ...
ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულზე მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა საუკუპაციო ძალე...