მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასამართლოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ

საქალაქო სასამართლოს შენობა

თბილისის საქალაქო სასამართლოში წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“-ზე თავდამსხმელის ლევან ზურაბიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. 

პროკურატურა ლევან ზურაბიშვილის პატიმრობას ითხოვს.

როგორც თავდამსხმელის ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ აღნიშნა, ისინი გირაოს სანაცვლოდ დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ.

„მოვითხოვთ გირაოს 1000 ლარის ოდენობით, ესეც იქიდან გამომდინარე, რომ მას სურს რეალურად დადგინდეს ჭეშმარიტება. აქვს სურვილი ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მას თავისუფლება არავისთვის აღუკვეთავს, ეს ვერ წარმოუდგენია, ის არავის უხეშად არ მოპყრობია. პროცესზე თავის პოზიციას დააფიქსირებს“, - აცხადებს ადვოკატი.

ინფორმაციისთვის, თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 20 ნოემბერს შეიჭრა. ის სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან მძევლად ათამდე ადამიანი აიყვანა. მძევლების ნაწილი თავდამსხმელმა მის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაათავისუფლა.