მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლოს შენობა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, რომელიც 8 პირის შემთხვევაში 10 000-ლარიანი გირაოს, ერთის შემთხვევაში კი, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას გულისხმობდა.