მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნო.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

გადაწყვეტილებას დაცვის მხარე არ ეთანხმება.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრუწლოვნის ზ.ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ სასამართლომ დაცვის მხარეს „გონივრული ვადის შესაძლებლობა მოუკლა“.

„სასამართლომ მოგვიკლა ყველნაირი გონივრული ვადის შესაძლებლობა, რომ დაცვის მხარე მომზადებულიყო მკვლელობის ნაწილში მტკიცებულებების მოპოვებაში, მკვლელობის ნაწილში გარკვეული მოწმეთა გამოკითხვაში და გვითხრა „საერთოდ არ მაინტერესებს დაცვის მხარე რას წარმოადგენთ“, - აღნიშნა გელხაურმა სხდომის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს ახალგაზრდა სპორტსმენის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.

საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 5-ს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა. ამასთან, პროკურატურაში განაცხადეს, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავმდამსხმელებმა მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.