მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი თქვეს

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნო.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა სამმა სრულწლოვანმა, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი თქვეს.

ამის შესახებ ბრალდებულების ადვოკატებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი ბრალდებულებმა არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა და ნიკოლოზ რევაზიშვილმა თქვეს.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ არის გასული.

მოსამართლემ ასევე უნდა გადაწყვიტოს, შეწყდება თუ არა ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. აღნიშნული შუამდგომლობა პროცესზე ადვოკატებმა დააყენეს.

ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი 5 პირს აქვს წაყენებული, რომელთაგან 3 სრულწლოვანია. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოთხოვნის უფლება მხოლოდ სრულწლოვან ბრალდებულებს ჰქონდათ.

გიორგი შაქარაშვილი, 21 ივნისს, არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით მისი სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსია გახდა.