მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსივე არასრულწლოვანი პატიმრობაში რჩება

მცხეთის რაიონული სასამართლო

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ექვსივე არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატები არასრულწლოვნებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

ცნობისთვის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა 21 ივნისს არაგვში იპო­ვეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.