მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის ადვოკატებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს

არჩილ გაგნიძის სახაზინო ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.

ისინი მოსამართლე ეკატერინე გულუას გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რის მიხედვითაც დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობა მოხდა.

„სასამართლომ დაუშვებლად ცნო არაერთი მტკიცებულება, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტები. იგივე ეხება დათვალიერების საგამოძიებო მოქმედებებს და ასევე უარი გვითხრა ბრალდებულების გამოკითხვაზე“, - აღნიშნეს უფლებადამცველებმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით პატიმრობაში მყოფი 5 პირის წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ხვალ, 21 სექტემბერს არის ჩანიშნული.

ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული. მათგან 12-ს გამოძიება ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, მაშველებმა 21 ივნისს, არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.