სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან 5 პირს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი წარედგინა

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წ.
14:11 11.08
დაკოპირებულია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 5- ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა. ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა“, - აღნიშნა პროკურორმა.

მისი თქმით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნით, ფეხით ან ქვით.

საქმეზე დაკავებულ 5 პირს, ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ორ არასრულწლოვანს ..-სა და ..-ბრალი სსკ-ის 109- მხულის მეორე ნაწილის ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ დანარჩენ 12 პირს ბრალი, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ.

ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპო­ვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - LIVE

უახლესი ამბები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე პარლამენტს ინიციატივით მიმართავს,...
15 წუთის წინ
სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი უსაფრთხოების მიზნით ტრაილერების მძღოლებს მოუწოდებს, რომ სა...
19 წუთის წინ
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ ევროკავშირის მისიის წ...
25 წუთის წინ
„ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. პარტიის ახალგაზრდა სპიკ...
27 წუთის წინ
გიორგი გახარიას შეხვედრა ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: პრემიერ-მინისტრ გ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ბრწყინვალე შეხვედრა გვქონდა ევროკავშირ-საქართველოს ორ...
31 წუთის წინ
თურნავა: მსოფლიო ბანკის კვლევა „ქართული...
„მსოფლიო ბანკის ახლად გამოქვეყნებული კვლევა „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რე...
ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტ...
ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩ...
სამუშაო დრო, შრომითი დისკრიმინაციის აკრძ...
პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო...