მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი

ექსპერტიზის ბიუროს შენობა

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა. ამის შესახებ გარდაცვლილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი.

„ექსპერტიზის პირველადი დასკვნები, როგორც ექსპერტებმა გვითხრეს, წესით, უკვე ხვალისთვის უნდა იყოს ცნობილი“,-აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ექსპერტიზის პასუხის გაგების შემდეგ, საქმეზე შესაძლოა კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალი დამძიმდეს.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით აწარმოებს. აღნიშნულ საქმეზე 17 პირია დაკავებული.