მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შს მინისტრი: პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ყველა დაისჯება

შს მინისტრი

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში უწყების თანამშრომლები მარნეულში მუშაობდნენ, რომ მოსახლეობას დახმარებოდნენ. ამის საპასუხოდ კი მათ შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც სამარცხვინოა.

მისი თქმით, მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული.

"გუშინ რა ინციდენტიც მოხდა, სამარცხვინოა. ადამიანები, რომლებიც ღამის 02:00 საათზე ადგნენ, კარვები ჩატვირთეს, რათა მარნეულის მოსახლეობას დახმარებოდნენ. მთელი ღამე იმუშავეს და შემდეგ შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელით შეეხნენ. ყველა ასეთი ადამიანი დაისჯება, მნიშვნელობა არ აქვს მარნეული იქნება, თბილისი, თელავი თუ ზუგდიდი", - აღნიშნა ვახტაგ გომელაურმა.

ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებით მარნეულში მძიმე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.