მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს ქართველი ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაციის გავრცელებაზე: საკითხის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ახლოდან ორთაჭალაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ჰაკერების ფორუმზე გავრცელების შესახებ განცხადებას აკეთებს.

როგორც PIA.GE-ს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა.

"ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები", - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, გამოცემა Zdnet-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის - გარდაცვლილების, პერსონალური ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა.