მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს ზუგდიდში სპეცოპერაციისას დაკავებულის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში სპეცოპერაციისას დაკავებულ დავით შენგელიას ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით ედება.

უწყების ცნობით, დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებები „მეტადონი“ და „ლირიკა“.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - „მეტადონი” და „ლირიკა”ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6 785 აშშ დოლარი და 500 ევრო“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.