მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-ში დაიბარეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ახლოდან ორთაჭალაში

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შეეცდებიან, გარდაცვლილის სოციალური ქსელისა და Gmail-ის ანგარიშზე წვდომა მოიპოვონ.

როგორც ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, გუშინდელი უშედეგო მცდელობის შემდეგ, დღესაც იგივეს ცდიან.

„ექსპერტები შეეცდებიან თამარის Facebook-სა და Gmail-ზე მოიპოვონ წვდომა, ზუსტად რა პროცედურებს გაივლიან არ ვიცი“, - განმარტა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, თუ საჭირო გახდა, გამოძიებაში ფედერალური ბიურო ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება.