მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდასხმა „ქართული ოცნების“ წევრზე

თავდასხმა ქართული ოცნების წევრზე

„ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ფონიჭალაში იმ დროს მოხდა, როდესაც ის თბილისიდან მარნეულის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

არსებული ინფორმაციით რამდენიმე პირმა თემურ შუბითიძეს ავტომობილს მანქანა განზრახ დააჯახეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. სავარაუდოდ დამნაშავე 4 პირია.

ამ ეტაპზე თემურ შუბითიძე კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის თქმით, მას სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება, რაც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.

ადგილზე იმყოფება კრიმინალური პოლიცია.