სამართალი

თავშეყრის ადგილებში პირბადის არ გამოყენებაზე ჯარიმა დაწესდება

მგზავრი პირბადით, 29 მაისი 2020 წ.
15:32 01.06
დაკოპირებულია

პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სისტემის მიერ დაწესებული რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე ახალი ჯარიმები დაწესდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მან პარლამენტის ჯანდაცვისა და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეებს დაავალა, კანონპროექტი დაჩქარებული წესით შეიმუშაონ და განიხილონ.

ჯარიმები დაწესდება სხვადასხვა რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. რეკომენდაციებს შორისაა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა.

"დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა საჯაროდ ისაუბრა, რომ არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც მოქალაქეები არ იცავენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის სამსახურების მხრიდან არის მოწოდებული. მინდა, ჯანდაცვის და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეებს ვთხოვო, რომ დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა და რაც შეიძლება მოკლე დროში შეიმუშაონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უკავშირდება ამ წესების ადმინისტრირებას.

საგანგებო მდგომარეობის დროს გვქონდა საკმაოდ მაღალი ჯარიმები დაწესებული, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ ვეღარ ჩაითვლება პროპორციულად, ყოველდღიური, ხშირი, ინდივიდუალური გამოყენებისთვის. საჭიროა, უფრო რაციონალური ჯარიმების შემოტანა, ახალი ზომების განსაზღვრა, რათა შესაბამის სამსახურებს ყოველდღიურ რეჟიმში მიეცეთ საშუალება, რომ ასეთ დარღვევებზე რეაგირება მოახდინონ. ჯარიმების ოდენობები უნდა იყოს გონივრული, პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს, და ამავე დროს მოქალაქეებს დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს.

ასეთი ტიპის დარღვევები არა ერთი, არამედ ბევრი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უკავშირდება, ნებისმიერ ცალკეულ შემთხვევაში ქმნის მცირე ეპიდემიოლოგიური გართულებებების საფრთხეს, რაც მათ შორის ბოლო 1 კვირის განმავლობაში გვქონდა სახეზე", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირ...

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაც...
39 წუთის წინ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციას არ შეეგუონ. მან სოციალურ ქსელში...
22:32 09.07
რუსთავის მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მ...
22:24 09.07
საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის 322 დადგენილებაში „იზოლაციისა დ...
21:29 09.07
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ინდოეთში გამოვლინდა. ბოლო 24 საათ...
21:08 09.07
შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა შსს: „112“-ში ჩხუბთან დაკავშირებით ცრუ შეტყობ...
შსს-ს აცხადებს, რომ „112-ის“ ცხელ ხაზზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიერ ჩხუბთან დაკავშირებით...
თავდაცვის ძალები გერმანული ბრენდის სამხე...
საქართველოს თავდაცვის ძალების ევროპული სტანდარტის გერმანული ფეხსაცმლით მომარაგებ...
მიმდინარე წელს გლდანში 16 ფიტნეს ზონა მო...
გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრებ...
იუსტიციის საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურ...
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩე...