თბილისში, გლდანულას დასახლებაში ჩვილის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
პრესსამსახურის განცხადებით, ბავშვის ცხედარი საცხოვრებელ კორპუსთან ადგილობრივებმა ნახეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაანაშაული იჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.