მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში რესტორან „ვარაზთან“ კაცი დაჭრეს

ლენტი,პოლიცია

თბილისში, რესტორან „ვარაზთან“ კაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.

შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს და მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

სასჯელის მაქსიმალური ვადაა 10 წელი.