მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავში 37 წლის კაცი დაჭრეს

არ გადაკვეთო

თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე 37 წლის კაცი დაჭრეს. ინციდენტი ავეტიკოვების სახლში მოხდა, სადაც მხოლოდ მამიდა და ძმისშვილი ცხოვრობენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცთან სტუმარი იყო მისული და დაჭრის ფაქტს მათ შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

კისრის მიდამოში მიყენებული ჭრილობებით მამაკაცი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საავადმყოფოს დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, მიყენებული ჭრილობები სიცოცხლისათვის საშიში არ არის და მამაკაცს პირველადი დახმარება უკვე გაეწია.

ავეტიკოვების სახლში პოლიცია და ექსპერტები მუშაობენ.